გურჯაანში უფასო სასადილოს ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქალაქ გურჯაანში მდებარე უფასო სასადილოს ,,მოქალაქეთა თანადგომა” ადმინისტაციის თანამრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სასადილოს ხელმძღვანელის გელა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, 40 წლამდე პირი ბოლო პერიოდში სამსახურში დადიოდა, თუმცა მათთან კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
,,ეს კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევაა ჩვენთან. ერთი დაინფიცირებული მზარეულია 60 წლამდე, ეს მეორე პირი კი ადმინინისტრაციაში მუშაობდა და სხვა ადამიანებთანაც ჰქონდა შეხება.
ორი დღის წინ, პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, სასადილოში ჩატარებულია შესაბამისი სამუშაოები და ყველა ვიყავით გადასული დისტანციურ მუშაობაზე. შესაბამისად სხვა სახის ღონისძიებები სასადილოში არ ჩატარებულა”,- განაცხადა გელა ჯადუგიშვილმა.