გურჯაანში უფასო სასადილოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანში უფასო სასადილოს ,,მოქალაქეთა თანადგომა” მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სასადილოს ხელმძღვანელის გელა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე პირი სამსახურში დადიოდა, თუმცა მას ბენეფიციარებთან უშუალო შეხება არ ჰქონია.
,,რამდენიმე დღის წინ აღნიშნულმა პირმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ტესტირება ჩაიტარა. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ის მზარეულია და უშუალო შეხება არ ჰქონია ბენეფიციარებთან. ჩვენ მაშინვე მივიღეთ სათანადო ზომენი. გარდა ამისა, იყვნენ ეპიდემიოლოგები, ყველას აუღეს ბიოლოგიური ნიმუშები და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ყველა თანამშრომელი გადავიდა თვითიზოლაციაში. ჩვენი დაწესებულება დაიკეტება და როდის განვაახლებთ მუშაობას არ ვიცით ”,- განუცხადა knews.ge-ს გელა ჯადუგიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური