სოფელ გურჯაანში მეორე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
სოფელ გურჯაანში კოორნავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სკოლის მეორე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი დალი მინდიაშვილი განმარტავს, რომ ბავშვს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში არ უვლია, თუმცა ეპიდემიოლოგებმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩაატარეს.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სკოლის მეორე კლასის ყველა მოსწავლე და პედაგოგი თვითიზოლაციაში გადავიდა.
,,მეორე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ 19. ეს ბავშვი გასული ხუთშაბათიდან სკოლაში არ ყოფილა. ანუ მან ეს საინკუბაციო პერიოდი გადაიტანა არასასკოლო გარემოში. გუშინ გვიან ღამით ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ მშობლისგან. სკოლაში უკვე იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, განახორციელეს შესაბამისი სამუშაოები და გასვეს სათანადო რეკომენდაციები. 5 პედაგოგი და ყველა მოსწავლე, რომელიც ამ კლასში შედიოდა გადავიდა თვითიზოლაციაში. ეს ბავშვიც ოჯახის წევრებიანად არის თვითიზოლაციაში.
ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი ბებიასთან იზრდება და მას მშობლები თბილისში ყავს. იგი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა მშობლებთან და სავარაუდოდ მაშინ დაინფიცირდა”,– განუცხადა knews.ge-ს დალი მინდიაშვილმა.
ავტორი: მაკა ხაიზური