თელავში კორონავირუსით 86 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
თელავის რაიონულ სავადმყოფოში კორონავირუსით 86 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
საავადმყოფოში განმარტავენ, რომ დაწესებულებაში პაციენტი რამდენიმე დღის წინ ტემპერატურით და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.
ხანდაზმულს კორონავირუსთან ერთად სხვა თანხმლები დაავადებებიც ქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.