კახეთში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაიცვალა 24 ადამიანი.
ხოჯევანიშვილს განცხადებით, კახეთის რეგიონში ინფიცირების 94 შემთხვევაა დაფიქსირებული.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 63 650-ს