ახალი ამბები

თელავში ჯარსა და პოლიციაში ქალთა თანაბარი ჩართულობის შესახებ პოსტერები გამოფინეს

თელავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯარსა და პოლიციაში ქალთა თანაბარი ჩართულობის შესახებ საინფორმაციო პოსტერების გამოფენა მოეწყო.

პროექტის ორგანიზატორის, ბექა ექსეულიძეს განცხადებით, გამოფენა მიზანად ისახავს გარემოს განვითარებას აღნიშნულ სექტორში.

,,ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებას, ახალგაზრდებს ქონდეთ მეტი ინფორმაცია ჯარსა და პოლიციაში ქალთა თანაბარი მონაწილეობის შესახებ. ამ თემებზე გვინდა განვავითაროთ ინკლუზიური გარემო, ვმართავთ ტრენინგებს, შეხვედრებს, ჩავატარეთ კვლევა”.

ღონისძიების ორგანიზატორია ,,სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში’’.

 

 

ავტორი: ზურა არჩემაშვილი