ახალი ამბები

თელავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე #16 საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

knews.ge-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც შემთხვევის ადგილზე მუშაობს, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ჭერში სადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანები. ამ დროისთვის, დაშავებულები არ არიან.

Knews.ge მუშაობს შემთხვევის ადგილზე და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.