სოფელ აკურაში 45 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში 45 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილის მეზობლის განცხადებით, ქეთი მამალაშვილი მარტოხელა იყო. ის მეზობელმა გარდაცვლილი იპოვა.
რა გახდა გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.