ყარაჯალაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას ბროშურები დაურიგდათ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, COVID 19-თან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ოჯახებში კარდაკარის პრინციპით დარიგდა.
სოფელში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ალასკარ სარდაროვის თქმით, ბროშურები შედგებილია ორ ენაზე.
“ბროშურების დარიგებაში თავად ვიღებდი მონაწილეობას. COVID 19-თან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები აუცილებელი იყო დაგვერიგებინა, რადგან ყარაჯლის მოსახლეობა ინფორმირებული იყოს, თუ რა რეგულაციები მოქმედებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია”,– განუცხადა knews.ge–ს ალასკარ სარდაროვმა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.