თელავში სოციალურად დაუცველებისთვის საკვების შეგროვება დაიწყეს
თელავში სოციალურად დაუცველი და პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად საკვების შეგროვება დაიწყეს.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების, ნინო გოგიაშვილის და გვანცა მოლაშვილის ინიციატივით, თელავში, მაღაზიათა ქსელ ,,ჯიბეს” ფილიალში დადგეს ე.წ კალათა, რომელიც მაღაზიაში განთავსებული იქნება პანდემიის დასრულებამდე.
საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების თქმით, შეგროვებული პროდუქტი დაურიგდებათ შეჭირვებულ ადამიანებს.
“დავიწყეთ საკვების შეგროვება და ყოველი კვირის ბოლოს მოგროვილ პროდუქტს დავურიგებთ გაჭირვებულ ადამიანებს. მოვუწოდებ თელავის მოსახლეობას დავდგეთ ერთად და მივიღოთ მონაწილეობა პროდუქტის შეგროვებაში’‘,– განუცხადა knews.ge–ს საქველმოქმედო აქციის ერთ–ერთმა ინიციატორმა გვანცა მოლაშვილმა.
მარიამ ოქროცვარიძე