თელავის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის გამოფენა გაიმართა
თელავის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის თეა ქურციკაშვილის ნახატების გამოფენა სახელწოდებით – ,,ემოციები” გაიმართა.
თეამ ხატვა 10 წლის წინ, ოჯახური ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, გამოფენის სახელწოდება და ნახატების შინაარსიც სწორედ მის ემოციებს ასახავს.
თელავის ისტორიულ მუზეუმში განმარტავენ, რომ გამოფენა გაგრძელდება 29 სექტემბრამდე.
ავტორები: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური