კახეთის რეგიონში მცხოვრები 120 სტუდენტი ღვინის საწარმოებში დასაქმდება
2020 წლის რთველის პერიოდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 120-მდე სტუდენტს დაასაქმებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალგაზრდები ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციებზე იმუშავებენ.
,,შერჩეულ ახალგაზრდებს, რთველის ელექტრონული აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს.
პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. იგი უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და ზუსტი მონაცემების შეგროვებას, რაც ხელს უწყობს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას და მიკვლევადობას.ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების ანაზღაურება, თვეში 900 ლარამდეა”,- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.