ახალი ამბები

სოფელ დუისში საპროტესტო აქცია გაიმართა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ საქმის ხელახლა გადახედვას და დაკავებული პირის ვადაზე ადრე გათავისუფლებას.

აიუფ ბორჩაშვილის დედის, მარიამ ბორჩაშვილის თქმით, მისი შვილი უდანაშაულოა. ის პრემიერ-მინისტრს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს დაინტერესდნენ ამ საქმით და მისი შვილის გათავისუფლება მოხდეს.

აიუფ ბორჩაშვილი სამართალდამცველებმა 2015 წლის ივნისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბორჩაშვილი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია საქართველოში და მის სახელს უკავშირდება პანკისიდნ სირიაში ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანის საბრძოლველად გამგზავრება.

აიუფ ბორჩაშვილს სასამართლომ 14 წლით პატიმრობა შეუფარდა.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი