ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გურჯაანიდან თბილისში გადაიყვანეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისცხეში მცხოვრები 40 წლამდე ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალის” კლინიკიდან თბილისში გადაიყვანეს.

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი Knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პაციენტს რომელიც მათთან ორი დღის წინ შევიდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

,,როგორც ვიცი ეს ქალბატონი სოფელ ველისციხეში მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მას სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და შემდეგ ოჯახის ექიმის რჩევით მოაკითხა ჩვენს კლინიკას.

რადგან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმტომები აღენიშნებოდა, მას ჩაუტარდა ტესტირება, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. რაც შეეხება ქალბატონის ოჯახის წევრებს, მე მის მეუღლესაც ვესაუბრე და მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ. მოხდება მათი ბიოლოგიური ნიმუშების აღება შესაბამისი სამსახურების მიერ და შემოწმება.

რაც შეეხება თავად პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეონა დამაკმაყოფილებელია და ის გადაყვანილია თბილისში შესაბამის კლინიკაში სპეციალური მანქანით”,– განუცხადა Knews.ge-ს გელა ორველაშვილმა.