სოფელ ველისციხეში შუახნის ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ქალი ამ დროისთვის გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში რჩება და მას უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში.
ამ დროისთვის პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას ექიმები პროტოკოლით გათვალისწინებული წესებით მკურნალობენ. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს შეისწავლიან.