ახალი ამბები

სოფელ აწყურში ინფიცირებული ქალის 19 კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის 19 კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტრლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ ტესტირება და მათი ვირუსით ინფიცირება გამოირიცხა.

მისივე ინფორმაციით, ისინი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში რჩებიან.
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურში დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ჩატარდა ეპიდკვლევა, რომლის შემდეგაც გამოვლინდა 19 კონტაქტი. მათ ჩაუტარდათ PCR კვლევა და ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. აღნიშნული პირები რჩებიან თვითიზოლაციაში და კანონით გათვალისწინებული დღეების გასვლის შემდეგ მათ ჩაუტარდებათ განმეორებითი ტესტირება”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილნმა.