ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი თელავიდან მცხეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში თბილისიდან ჩასული მედიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან მცხეთის საავადმყოფოში სპეციალურად გამოყოფილი სამედიცინო დახმარების ავტომობილით გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგების მიერ მოძიებულია ინფიცირებულთან დაკავშირებული 19 კონტაქტი.

„ყველა ახლო ნათესაური კავშირია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. უკვე აღებულია ბიოლოგიური მასალა, რომელიც გავაგზავნეთ თბილისში. ტესტირების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სიტუაცია არ განიხილება როგორც კახეთის შემთხვევა.