აწყურში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ეპიდემიოლოგიური კვლევა დაიწყო. სამუშაოების დაწყების მიზეზი, სოფელში სტუმრად მყოფი პირის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ქალბატონი მედიცინის მუშაკია და თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს.
,,ეს არ არის კახეთის შემთხვევა და არის თბილისიდან შემოტანილი. იმედი გვაქვს შიდა გავრცელებასთან არ გვექნება საქმე. აღებულია 19 ნიმუში და ეპიდკვლევა გრძელდება. ამის შემდეგ გვეცოდინება გვაქვს თუ არა შიდა გავრცელება”,–განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.