ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1833–ს მიაღწია

კახეთის რეგიონში ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.

დღეს დილით რეგიონში ვირუსით ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1833-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, ახმეტაში კორონავირუსის სულ 91 შემთხვევა ფიქსირდება, გურჯაანში -407, დედოფლისწყაროში -133, თელავში -572, ლაგოდეხში- 155, საგარეჯოში -179, სიღნაღში 116 და ყვარელში -180.
ამ ეტაპზე რეგიონში მკურნალობის კურსს გადის 1420 მოქალაქე, მათ შორის 1282 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 20 კოვიდსასტუმროში, 118 იმყოფება კოვიდკლინიკაში. ბოლო რამდენიმე კვირაში 338 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა.