მუნიციპალიტეტებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თელავში ფიქსირდება
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1833–ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში რეგიონში ვირუსით ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით კახეთის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა თელავში ფიქსირდება. ინფიცირებულების რიცხვით თელავის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული.
მუნიციპალიტეტების მიხედვით ინფიცირებულთა სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ახმეტაში კორონავირუსის სულ 91 შემთხვევა ფიქსირდება, გურჯაანში -407, დედოფლისწყაროში -133, თელავში -572, ლაგოდეხში- 155, საგარეჯოში -179, სიღნაღში 116 და ყვარელში -180.
ამ ეტაპზე რეგიონში მკურნალობის კურსს გადის 1420 მოქალაქე, მათ შორის 1282 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 20 კოვიდსასტუმროში, 118 იმყოფება კოვიდკლინიკაში. ბოლო რამდენიმე კვირაში 338 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა.