„კორპორაცია ქინძმარაული“ სიღნაღში სასტუმროს 2022 წელს გახსნის
კომპანია „კორპორაცია ქინძმარაული“ სიღნაღში სასტუმროს 2022 წლის გაზაფხულზე გახსნის.
კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტის არქიტექტურული ნაწილი უკვე შეთანხმებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ საბჭოში, გაცემულია მშენებლობის ნებართვაც.
4 სართულიანი სასტუმრო 20 ნომრიანი იქნება. პროექტი მოიცავს რესტორანსაც. კომპანია კახეთში ღვინის კომპანიასა და საკუთარ ვენახებს ფლობს. იგი აგრეთვე წარმოდგენილია სასტუმრო ტურიზმის მიმართულებითაც.