იანვრიდან შესაძლოა დენის ტარიფი გაიზარდოს
2021 წლის იანვრიდან შესაძლოა დენის ტარიფი გაიზარდოს.
სემეკი აღნიშნულ თემაზე მსჯელობას იწყებს. მიზეზად კი, ელექტროენერგიის გაძვირებულ ფასებში ყიდვა სახელდება. მოსახლეობას მიაჩნია, რომ გაზრდილი ტარიფის გადახდას უმრავლესობა ვერ შეძლებს.
,,მძიმე სოციალური ფონია, რასაც კიდევ უფრო დაამძიმებს დენის გადასახადის გაძვირება. ვერ გადაიხდის ბევრი ოჯახი და რა ემუქრება? უშუქოდ დარჩენა. ზოგი დენზე თბება ზამთარში და სიციევში დაიხოცებიან. ისედაც რთულად იტანს ხალხი ზამთარს და გადასახადების გაძვირება კარგს არაფერს მოიტანს. ამას პირველად პროდუქტებზეც მოყვება ფასების ზრდა და სადამდე უნდა ვიხადოთ ამხელა თანხები, როცა შემოსავალი არ არის ან იგივეა? ეკონომიკური კრიზისი დაგვიდგება და ძნელად გადავიტანთ”, – აცხადებს knews.ge-სთან ლილი ხარაზიშვილი.
დეკემბრის ბოლოს სემეკში სხდომაა ჩანიშნული, სადაც ელექტროენერგიის ტარიფი მომდევნო სამი წლით უნდა განისაზღვროს. სემეკმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ამ დრომდე ენერგოკომპანიებს მარეგულირებლისთვის ფასის ზრდის მოთხოვნით არ მიუმართავს.