თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
80 წლამდე ქალი ყვარლიდან იყო და ის მკურნალობის კურსს თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადიოდა.
თანხმლები დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბოლო ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსს ჯამში 14 პაციენტი ემსხვერპლა.