კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კახეთში
ბოლო 12 საათში კახეთში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1898- ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგებმა დაინფიცირებული მოქალაქეების 224 კონტაქტი უკვე მოიძიეს.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა: ახმეტა -5, გურჯაანი -27, დედოფლისწყარო -18, თელავი -24, ლაგოდეხი -22, საგარეჯო-14, სიღნაღი -11 და ყვარელი -6.
რეგიონში ჯამში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 392-მდე გაიზარდა, ბოლო რამდენიმე კვირაში კი გარდაიცვალა 14 პაციენტი.
გუშინ ცხელების ცენტრებს თვითდინებით 45-მა პაციენტთა მიმართა. თვითიზოლაციაში იმყოფება 2064, რეგიონის მასშტაბით კარანტინში რჩევა 64 ადამიანი.
ამ ეტაპზე მკურნალობას 1492 ადამიანი გადის, მათ შორის 1339 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 20 კოვიდ სასტუმროში, ხოლო 133 იმყოფება კოვიდ კლინიკაში.