როდის გაიხსნა პირველი საავადმყოფო თელავში
1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა.
1863 წელს მისი მოახლეობა შეადგენდა 7003 ადამიანს. 1892 წელს თელავმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო.
1918 წლის მაისში თელავში აშენდა თეატრი. ამავე წლის 7 მაისს გაიხსნა ქალაქის პირველი საავადმყოფო.
ამ პერიოდში თელავში მოქმედებდა რამდენიმე სკოლა: ქალთა გიმნაზია, ვაჟთა გიმნაზია, სასულიერო სასწავლებელი და სხვ. ქალაქის თავი იყო კოტე ანდრონიკაშვილი.
თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრი იყო. აქ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრი და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ქალაქის ღირშესანიშნაობებია ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.) და სხვა. თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.