კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 მიაღწია
კახეთის რეგიონში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო ფატალური შემთხვევა თელავის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 80 წლის ქალბატონი ყვარლიდან იყო.
საავადმყოფოში განმარტავენ, რომ ქალბატონს სხვადასხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ბოლო 12 საათში კახეთში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1898- ს მიაღწია.
გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა: ახმეტა -5, გურჯაანი -27, დედოფლისწყარო -18, თელავი -24, ლაგოდეხი -22, საგარეჯო-14, სიღნაღი -11 და ყვარელი -6.
რეგიონში 54 – მა ადამიანმა დაამარცხა ვირუსი. ბოლო რამდენიმე კვირაში კი გარდაიცვალა 14 პაციენტი.