თელავში წიგნის სამოქალაქო ფესტივალი ჩატარდება
თელავში, 13 დეკემბერს, წიგნის სამოქალაქო ფესტივალი ჩატარდება.
თელავის წიგნის სამოქალაქო ფესტივალი იმართება საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის, „იმოქმედე საქართველოსთვის“ ფარგლებში და ასოციაციის წევრ გამომცემლობებს, მწერლებს და არაერთ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებას უმასპინძლებს.
,,ჩვენს მკითხველებს ადგილზე სხვადასხვა ჟანრის საკითხავი შეთავაზებებით დახვდებათ, ყველაზე პატარა მკითხველები კი 14:00-დან 16:00 საათამდე შეძლებენ საბავშვო აქტივობებში მონაწილეობის მიღებას. წიგნის სამოქალაქო ფესტივალზე მოსული სტუმრები ასევე შეძლებენ: სხვადასხვა გამომცემლობების სტენდების მონახულებას; თანამედროვე ქართველ ავტორებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, გამომცემლებთან შეხვედრას, გასაუბრებას; საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებზე დასწრებას; გელოდებით 13 დეკემბერს IT Academy Step Telavi-ის ცენტრში”.
წიგნის სამოქალაქო ფესტივალი ქალაქ თელავში, IT აკადემია STEP-ის საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების ცენტრში (ი.ჭავჭავაძის მოედ. #4), 13 დეკემბერს, 13:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.

