ლაგოდეხის კოვიდ კლინიკაში 30 პაციენტია მოთავსებული
ლაგოდეხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 30 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის ინფექციონისტი, მაია სუხიტაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის არც ერთ პაციანტს არ აღენიშნება.
მისი თქმით, ორი პაციენტი გარდაიცვალა გუშინ კლინიკაში.
ერთ- ერთი მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო, რომელიც კარტასტროფის ბრიგადამ, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა. თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. მეორე გარდაცვლილი ლაგოდეხის მკვიდრია, ის თვითდინებით იყო არქიმედეს კლინიკაში მისული, აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაავადებები და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის შემთხვევები 1216 მდე გაიზარდა.