კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
მისი თქმით, კახეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 7 432 შეადგინა, გარდაიცვალა 52 პირი.
,,გუშინ კახეთში ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პირი. ერთი ქალბატონი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გარდაიცვალა საგარეჯოს ჰოსპიტალში, ყვარლელში მცხოვრები მამაკაცი კი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში.
პაციენტის გარდაცვალების შემდეგ კლინიკა ვალდებულია ჩაასვენოს მიცვალებული სპეციალურ სითხეგაუმტარ ჩანთაში, რასაც უფასოდ უზრუნველყოფს კლინიკა, შემდეგ გადააბაროს ის პატრონებს კლინიკიდან 20 მეტრის მოშორებით. დანარჩენი თვითონ მიცვალებულის ჭირისუფლის მისახედია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.