სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის კიდევ სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, კორონავირუსი კიდევ სამ მოსწავლეს დაუდგინდა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა, 5 ოქტომბერს გამოვლენილი შემთხვევის, 14 წლის ინფიცირებული მოზარდის ძმას და ორ თანაკლასელს.
ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები ინფიცირებული მოზარდების კონტაქტებს იკვლევენ. გადაწყვეტილებას სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე, შესაბამისი სამსახურები დღეს მიიღებენ.