კორონავირუსის დაფიქსირების გამო დედოფლისწყაროში ფიროსმანის მუზეუმი იკეტება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ფიროსმანის სახლ- მუზეუმი მუშაობას შეაჩერებს.
არსებული ინფორმაციით, დაწესებულების ერთ–ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მუზეუმის დირექტორის, დალი აბაშიძის განცხადებით, უცნობია თუ როდის განაახლებს დაწესებულება მუშაობას.
,,მუზეუმის დაკეტვის მიზეზი ერთ- ერთი თანამშრომლის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა. მას და მისი ოჯახის წევრებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ მუშაობა. ეპიდემილოგები გვეტყვიან, თუ როდის შევძლებთ აღვადგინოთ საქმიანობა”,– განაცხადა დალი აბაშიძემ.
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 3723 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 327 მოქალაქეა ინფიცირებული. სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში ინფიცირებული 26 პირია გარდაცვლილი.