როგორი იყო XX საუკუნის 60 – იანი წლების თელავის სახანძრო განყოფილება
XX საუკუნის 60- იანი წლების შუა პერიოდამდე, თელავის სახანძრო რაზმის შენობა, ახლანდელი ფოსტის შენობის გაყოლებაზე იდგა და ის მხოლოდ ამ ფუნქციას არ ასრულებდა.
გადმოცემით, პირველ სართულზე სახანძრო მანქანების ავტოფარეხი იყო მოწყობილი.
“მას შემდეგ, რაც სახანძრო რაზმისთვის ახანდელ ჭავჭავაძის გამზირზდე, რომელიც ერთხანს რუსთაველის სახელს ატარებდა , აიგო სპეციალური შენობა, სახანძროს ყოფილი ნაგებობა თელავის ქალაქის საბჭოს კომუნალურ განყოფილებას გადაეცა. მისი პირველი სართული კი თელავის სახლმმართველობას დაეთმო”,–წერია აღნიშნულ საკითხზე თეიმურაზ ვახტანგიშვილის და ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილის წიგნში „თელავი წარსული და თანამედროვეობა“.
მარიამ ოქროცვარიძე