საფრანგეთში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა
საფრანგეთში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, გ. ს. გარდაიცვალა. ის წარმოშობით თელავიდან იყო.
მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახს წუხელ აცნობეს.
ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა, მეგობრებთან ერთად, საფრანგეთის რესპუბლიკაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
ახლობლებისა და მეგობრების ინფორმაციით, ის სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.
მამაკაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.