ქვემო და ზემო ალვანში ველო სადგომები მოეწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო და ქვემო ალვანში ველო სადგომები მოეწყო.
პროექტი თუშეთში განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფლებში არსებულ სტადიონებსა და სამ საჯარო სკოლაში განხორციელდა.
ახმეტის ახალგაზრდობის ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების და ველო კულტურის პოპულარიზაცია.
,,პროექტი იყო თანამონაწილეობითი ხასიათის, თუშეთის განვითარების ფონდმა შეიძინა ველო სადგომები, ხოლო სკოლებმა კი დაამონტაჟეს”, – აცხადებენ ახმეტის ახალგაზრდობის ჩართულობისა და განვითარების ცენტრში.