თელავში სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა მეორედ დაიწვა
ქალაქ თელავში სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა მეორედ დაიწვა.
შემთხვევა რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს.
დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში რუსთაველის ქუჩის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. შემთხვევის გამო საცხოვრებელი კორპუსი მოსახლეობამ დროებით დატოვა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისათვის, ეს საცხოვრებელი ბინა დაახლოებით ორი თვის წინ, 30 ოქტომბერსაც დაიწვა. მაშინ ცეცხლი ბინის მეპატრონემ თავად გააჩინა. როგორც knews. Ge- ს მაშინ ვანო ზურაბიშვილმა განუცხადა, სიგარეტის მოწევისას ჩაეძინა და ლოგინზე ცეცხლი გაჩნდა.
ბინის მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა მოასწრო. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი