თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმები წარდგენილნი არიან ნომინაციაზე “წლის გადარჩენილი სიცოცხლე”
23 წლის ირაკლი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, თავის ქალასა და ტვინის მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს.
პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო. ექიმებმა დიდი ძალისხმევით მოახერხეს ირაკლის გადარჩენა. ამ ურთულეს მდგომარეობასთან გამკლავება ყველა ექიმს არ შეუძლია, ამიტომ ისინი “სიცოცხლის ელჩების” ნომინანტები გახდნენ.
ნომინაციაზე “წლის გადარჩენილი სიცოცხლე” წარდგენილნი არიან “თელავის რეფერალური ჰოსპიტლის” ექიმები – გაგა ბეგიაშვილი, ვასილ გოტაძე, ლევან მებზვერიშვილი, მავრა ჩეკურიშვილი, თორნიკე სეფაშვილი.
“ეს იყო ძალიან მძიმე პაციენტი, თითქმის ორი თვე მიმდინარეობდა მისი გადარჩენის პროცესი და თელაველმა ექიმებმა შეძლეს, თავი გაართვეს ამ ურთულეს მდგომარეობას”,- განუცხადა knews.ge თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა
მარიამ ოქროცვარიძე