თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავში კოვიდ- 19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ვირუსი თელავის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექიმს გეფნიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ. თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულის მეუღლეც, რომელიც თელავის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექიმია.
მედიკოსის ინფიცირების წყარო, ამ ეტაპზე, უცნობია. დღევანდელი მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის 57 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.