თელავში გარე კინო ჩვენებები გაიმართება
თელავში პროექტი ,,გარე კინოთეატრი” იწყება. პროექტს “SKYE თელავი” არასამთავრობო ორგანიზაცია “World Vision საქართველოსთან”, “SOS ბავშვთა სოფელთან” და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში კინო ჩვენებები თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში გაიმართება.
პირველი კინოჩვენება 12 აგვისტოს, 19:00 საათზე მოეწყობა სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.