კახეთის რეგიონში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
აღნიშნული განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი.
რაც შეეხება კახეთს, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 ადამიანი.