კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11- ით გაიზარდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11- ით გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულებიდან 10 იმყოფება ბინაზე, ხოლო 1 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში სულ 108 ინფიცირებულია. აქეთან თელავში -11, ახმეტაში -19, ყვარელში -23, გურჯაანში- 15, ლაგოდეხში – 21, დედოფლისწყაროში -3 და სიღნაღში -16 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში თვითიზოლაციაში 171 მოქალაქე იმყოფება, ხოლო საკარანტინო სივრცეებში კი 134 ადამიანი.