კახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
დაინფიცირებული მამაო ყვარლის მკვიდრია.
ის ამჟამად სახლში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირების წყარო ცნობილია და ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში კორონავირუსის 97 შემთხვევა ფიქსირდება.