ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღებაზე კახეთში ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს.
როგორც “კახეთის ხმას” საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტებზე დაკავებულია ორი პირი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა განახორციელეს ჯამში 450 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი