საპარლამენტო არჩევნები კახეთის ორ მაჟორიტარულ ოლქში მშვიდ ვითარებაში დაიწყო
საპარლამენტო არჩევნები კახეთის ორ მაჟორიტარულ ოლქში მშვიდ ვითარებაში დაიწყო.
საარჩევნო უბნები ყველა წესის დაცვით 07:00 საათზე გაიხსნა და კომისის წევრებმა წილისყრის პროცედურა ჩაატარეს, რის შემდეგაც ზუსტად 08:00 საათზე დაფიქსირდა პირველი ამომრჩეველი.
მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საარჩევნო ყუთთან მისვლამდე გარკვეული სავალდებულო პროცედურების გავლა უწევთ, მათ შორის პირბადის გაკეთება და ხელების დამუშავება სპეციალური ხსნარით.
რეგიონის მასშტაბით, მაჟორიტარულ მე-9 და მე-10 ოლქში საერთო ჯამში, 303 ათას 151 ამომრჩეველია რეგისტრირებული.