როგორია კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 489-მდე გაიზარდა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში რეგიონში დღიური ინფიცირების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული.
,,რეგიონში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10 489 შემთხვევა. აქედან ახმეტაში-701, გურჯაანში-2285, დედოფლისწყაროში -751, თელავში -2370, ლაგოდეხში- 1467, საგარეჯოში -1291, სიღნაღში -735 და ყვარელში -889 ინფიცირებულია.
მათი რაოდენობა კი, რომელებიც ამ ეტაპზე მკურნალობას გადიან, შეადგენს 1 311 პირს, მათ შორის 1178 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 8 განთავსებულია კოვიდ სასტუმროში, 125 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 9 082 გამოჯანმრთელდა, 96 გარდაიცვალა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.