რა ღონისძიებები ტარდება თელავის სკოლებში კორონავირუსისგან თავის დასაცავად- ვიდეო
თელავის მუნიციპალიტეტის სკოლებში კორონავირუსისგან თავის დასაცავად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, ყოველდღიურად მოსწავლეების და პედაგოგების თერმოსკრინინგი, ხელების სადეზინფექციო ნივთიერებით დამუშავება, ოთახების ხშირი განიავება, ზედაპირების და იატაკის სველი წესით დამუშავება მიმდინარეობს.
აღნიშნული განცხადება Knews.ge-სთან საუბრისას თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა გააკეთა.
მისი განცხადებით, ასევე მიმდინარეობს პედაგოგების ტესტირება კორონავირუსზე. ამ დროისთვის თელავის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის გარკვეული კლასები სწავლას ონლაინ აგრძელებენ.
,,ამ ეტაპზე სკოლებში სწავლება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და გვაქვს შემთხვევა, როცა კლასები გადავიყვანეთ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ამ დროსთვის ასეთია ქვემო ხოდაშნის, ქალაქ თელავის მეორე საჯარო სკოლა, რუისპირის, ლაფანყურის და ასევე პირველი საჯარო სკოლა”,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან მრელაშვილმა.
ნახეთ ვიდეო და მოისმინეთ დეტალურად რა მდგომარეობაა თელავის მუნიციპალიტეტის სკოლებში და არიან თუ არა დაცული ვირუსით ინფიცირებისგან მოსწავლეები.