ახალი ამბები

კახეთის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო ხსნარით ქუჩების მორეცხვა დაიწყო

კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვა დაიწყო.
როგორც მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები კორონა ვირუსის საფრთხის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით ხორციელდება.
,,სადეზინფექციო ხსნარით, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები უკბე განხორციელდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის ჯგუფმა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი კურირებს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თავშეყრის ადგილები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ეტაპობრივად დამუშავდეს. 15 სექტემბრიდან, შპს “სუფთა მუნიციპალიტეტი 2018-“ის თანამშრომელთა მობილურმა ჯგუფმა დაიწყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გეგმიური დამუშავება.
რაც შეეხება სოფლებს, ყველა სოფელში პარალელურ რეჟიმში განხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები და სპეციალური ხსნარით, მექანიკურად დამუშავდება თავშეყრის ადგილები და სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე პერიმეტრები”,- განაცხადეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში ასევე დაგეგმილია სპეციალური ხსნარით თავშეყრის ადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამუშავება.