თელავის სამხატვრო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა
თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ერთ- ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა. ქალბატონი სოფელ კისისხევში დაინფიცირებული სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მეუღლეა.
აღნიშნული ფაქტის გამო დაწესებულებამ მუშაობა დროებით შეაჩერა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. როდის აღდგება სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერჯერობოთ უცნობია.
,,მივიღეთ თუ არა ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ, სკოლა დავკეტეთ და სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ. ჯანდაცვის უწყებებთან გვაქვს კოორდინაცია და ვითარება დასტაბილურდება თუ არა, სასწავლო პროცესი აღდგება,”– განაცხადა ყუშიტაშვილმა.
სპეციალისტების რეკომენდაციით, დაინფიცირებული ქალის თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
დღევანდელი მდგომარეობით, თელავში, კორონა ვირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა.