ახალი ამბები

FLEX–ის პროგრამის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

ამერიკაში სწავლის მსურველებისთვის, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა”FLEX”–ის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეს, რომელიც იმყოფება მე-9, მე-10, მე-11 კლასში და აკმაყოფილებს რამდენიმე კრიტერიუმებს.
,,მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა; დაბადებულია 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 15 ივლისის ჩათვლით; ფლობს ინგლისურ ენას; აკმაყოფილებს აშშ-ს ვიზის მიღების მოთხოვნებს; ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თვეზე დიდხანს; სწავლობს და ირიცხება იმ ქვეყნის სკოლაში, რომლის მოაქალეობაც აქვს მოსწავლეს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებსაც. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმები მათთვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლები, რომლებიც დაბადებული არიან 2003 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 15 ივლისის ჩათვლით.”
სარეგისტრაციოდ გადადით შემდეგ ბმულზე: ais.americancouncils.org/flex