დაცული ტერიტორიების სააგენტომ კახეთში 6 ვაკანისიაზე კონკურსი გამოაცხადა
თუშეთისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებმა კონკურსი გამოაცხადეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ღია კონკურსი 6 ვაკანტურ თანამდებობაზე გაიმართება. უწყების ინფორმაციით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
“ვაკანტურია გომეწრის, ჭანჭახოვანისა და ჩაღმა უბნებში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერების ასევე ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტის, გურგენიანისა და ლაგოდეხის სატყეო უბნებში ლაგოდეხის დაცული ტერტორიების ადმინისტრაციის რეინჯერების პოზიციები. აღნიშნულ თანამდებობებზე ყოველთვიური ანაზღაურება 900 ლარია”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე მიმდინარე წლის 30 მარტამდე შეეძლებათ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი