ახალი ამბები

საგრანტო კონკურსი ქალებისათვის

სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, FAO აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების ან დანადგარების შეძენაზე.
საგრანტო კონკურსი ხორციელდება „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების’’ პროექტის ფარგლებში.
საგრანტო კონკურსი (ADC) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით ხორციელდება. მათი მიზანია ატენის, ფლევის, ტვიშისა და სორის თემებებში მცხოვრები ქალების ინიციატივების მხარდაჭერა.
შეძენილი იქნება მოწყობილობები ან დანადგარები, რომლებსაც გამოიყენებენ : მიწის მომზადების/დამუშავების პროცესში (მაგ. დარგვა და გამარგვლა), მოსავლის აღებაში ან მოსავლის აღების შემდგომ საქმიანობებში; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებაში;
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ატენის, ფლევის, ტვიშის და სორის თემებში მცხოვრებ ქალებს. ჩამოთვლილი ჯგუფებიდან თუ მიეკუთვნებიან რომელიმეს :
მარტოხელა მშობლები (1, ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილით);
მრავალშვილიანი დედები (3, ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილით);
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები;
ქალები, რომელიც ცხოვრობენ ავადმყოფ და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირ(ებ)თან ერთად.
„კონკურსის მიზანია, შრომის დამზოგველი ტექნიკის დახმარებით მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ქალებს, ის მძიმე და ხშირად უხილავი შრომა, რომელსაც ისინი შინამეურნეობეში წევენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ადგილობრივ დონეზე, სამიზნე თემებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფებში ჩართულმა ქალებმა თავად გამოკვეთეს მათი და თემში მცხოვრები ქალების საჭიროებები. შესაბამისად, კონკურსში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მათი სურვილები.“ , –აცხადებს გენდერული მეინსტრიმინგისა და სოციალური ჩართულობის მიმართულების სპეციალისტი სალომე ქინქლაძე
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 დეკემბერი. შევსებული განაცხადი უნდა წარედგინოს ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების საკონტაქტო პირს სამიზნე თემებში, ან პროექტის ადგილობრივ, რეგიონალურ კოორდინატორებს. განაცხადი შესაძლებელია გადაიგზავნოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე bezhan.chaduneli@fao.org

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ FAO საქართველოს ოფიციალურ Facebook გვერდს

https://www.facebook.com/FAOGeorgia

;

დამატებითი ინფორმაციისთვის:
FAO კომუნიკაციების ოფიცერი – ნინო თოფურიძე;
ტელ: 599 468 999;
ელ. ფოსტა: nino.topuridze@fao.org;